სოციალური პროექტის
გეგმა
სოციაური პროექტის ავტორი
|
|||||||
სახელი, გვარი
|
ცირა გოგუაძე
|
||||||
სსიპ თბილისის
პირველი ექსპერიმენტული სკოლა
|
|||||||
კლასი
|
მე-2
|
||||||
პროექტის მონახაზი
|
|||||||
პროექტის
დასახელება
|
|||||||
„ძალა ერთობაშია“
|
|||||||
პროექტის
აქტუალობა
|
|||||||
დაბინძურებული
გარემოს პრობლემას მარტო საქართველო კი არა მთელი მსოფლიო ებრძვის. ეს არის
ერთ–ერთი ძნელად გადასაჭრელი პრობლემა, რომელიც ყოველთვის თან სდევს
კაცობრიობას. დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში,
რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა
თუ ცოცხალ ორგანიზმებში. გარემოს დაბინძურების ერთ–ერთი ფორმა საყოფაცხოვრებო
ნაგვის დაყრაა. დღემდე უამრავი კანონი არის გამოცემული, რომელიც სხვადასხვა
სახის დასჯით ღონისძიებებს ითვალისწინებს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არის
შემორჩენილი უამრავი ადამიანი რომელიც არღვევს ამ შეუცვლელ ბუნების კანონს.
მოსწავლეებმა ამ
ასაკიდნვე უნდა გააცნობიერონ რა ეკოლოგიური საფრთხეები შეიძლებ მოჰყვეს გარემოს
დაბინძურებას.
პროექტის ფარგლებში
მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში, წყვილებში და ინდივიდუალურად, ასევე მნიშვნელოვანია,
რომ აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში მშობლებიც. მოსწავლეები გაიაზრებენ
რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს
ადამიანის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული გარემო, ასევე მოხდება ხელის შეწყობა
იმის გააზრებისა, რომ ცოცხალი სამყაროს არსებობისთვის აუცილებელია სუფთა,
დაუბინძურებელი საარსებო გარემო. მოსწავლე აიმაღლებს თვითშეგნების უნარს ბუნების
დაცვაში.
|
|||||||
ბუნებისმეტყველება
|
|||||||
ბუნებისმეტყველება
|
|||||||
კლასი
|
|||||||
მე-2
|
|||||||
პროექტის
განხორციელების დრო
|
|||||||
4 კვირა
|
|||||||
პროექტის საფუძვლები
|
|||||||
საგნობრივი
სტანდარტები
|
|||||||
ბუნ.II.I. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში
მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
·
სვავს მარტივ კითხვებს
შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
·
უსაფრთხოების წესების
დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
·
აგროვებს და ჩაინიშნავს
კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს.
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმისთვის
გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
·
მსჯელობს გარემოს
მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისათვის (მაგ; განიავებული საკლასო ოთახი, სუფთა საცხოვრებელი).
|
|||||||
პროექტის
სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||||||
● თანატოლთა და უფროსების ინფორმირებულობის მიზნით შეაგროვებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებებით,
კერძოდ: ინტერნეტით, ანკეტირებით, ბუნებაზე დაკვირვებებით, დაბინძურებული გარემოს უარყოფით მხარეზე;
● მოსწავლეები ახლომდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ და მცირედ
წვლილს შეიტანენ გარემოს დასუფთავებაში.
● აქტიურად ჩართავენ მშობლებს და სკოლის
ტერიტორიაზე გაავრცელებენ მათ მიერ დამზადებულ ბუკლეტებს წარწერებით და ფოტოებით „გავუფრთხილდეთ გარემოს“ რომლის მიზანი
იქნება თანატოლებს და უფროს თაობას მოუწოდონ რომ თავადაც გააკეთონ მსგავსი კეთილი
საქმეები.
● ჩაატარებენ მოსახლეობის ანკეტირებას
თუ რამდენად ინფორმირებულები არიან პოლიეთილენის, მძიმე მეტალების და რადიოაქტიურობის
შესახებ.
|
|||||||
მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||||||
ზოგადი კითხვა
|
·
რატომ არის საშიში
დაბინძურება?
|
||||||
თემატური კითხვები
|
·
რას
დავკარგავთ თუ არ მოვუვლით და არ გავუფრთხილდებით გარემოს?
·
რა იწვევს დაბინძურებას?
·
როგორი და როგორი ნაგავი არსებობს წარმოშობის მიხედვით?
·
რატომაა საჭირო ნაგვის დახარისხება?
·
რომელი ნაგვის სახეობები შეიძლება მეორადად გადავამუშაოთ?
|
||||||
შინაარსობრივი კითხვები
|
·
ვინ
მიგაჩნიათ გარემოს დამბინძურებლად?
·
როგორ
ვუშველოთ გარემოს?
·
რა
მოვიმოქმედოთ ჩვენი გარემოს დასასუფთავებლად?
·
რა
ღონისძიებებს მივმართავთ ბუნების გადასარჩენად?
|
||||||
შეფასების გეგმა
|
|||||||
შეფასების
დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||||||
პროექტის
მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების
მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების
საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|||||
●
გონებრივი იერიში
● ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე
● არაფორმალური დაკვირვება
|
● შეკითხვა
·
დაკვირვების ჩეკ-ლისტი
|
||||||
პროექტის
მსვლელობისას
|
● დაფიქრდი-დააწყვილე-გაუზიარე
● თანასწორთა
უკუკავშირი
● ჯგუფური მუშაობა
|
● გეზის
მიმცემი კითხვები
● ჩეკლისტები
·
ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელი
·
ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
|
|||||
პროექტის
დასრულების შემდეგ
|
● ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შედეგებზე დაკვირვება
● არაფორმალური
დაკვირვება.
● ბუკლეტი
● პრეზენტაცია
|
·
დაკვირვების ჟურნალი
● ბუკლეტის რუბრიკა
● ზეპირი
პრეზენტაციის რუბრიკა
● უკუკავშირი
პრეზენტაციის დროს
● პროექტის
შეფასების რუბრიკა
|
|||||
შეფასების
მოკლე მონახაზი
|
|||||||
პროექტის
დაწყებამდე მოვახდენ მოსწავლეთა გამოკითხვას რატომ არის საშიში დაბინძურებული გარემო?, შევავსებინებ
ვიცი--მინდა ვიცოდე - ვისწავლე სქემის პირველ და მეორე გრაფებს და შედეგებს
დავაფიქსირებ დაკვირვების ჟურნალში. ვაყურებინებ კლიპს დედამიწის დაბინძურების შესახებ. არაფორმალური დაკვირვების შედეგად
გაკეთებული ჩანიშვნები ხელს შეუწყობს სწავლის დაგეგმვას და თვალსაჩინოს გახდის საბოლოო შეფასებებს. ვიცი - მინდა ვიცოდე -ვისწავლე
სქემა დაეხმარება მოსწავლეს გაიაზროს რა ბუნების დაცვისა და გაფრთხილების შესახებ, რა ისწავლეს და კიდევ
რა არის შესასწავლი. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებს მიეცემათ მითითებები.
პროექტზე მუშაობის განმავლობაში მოხდება მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის შეფასება არაფორმალურად
დაკვირვების ჟურნალის და ასევე ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის საშუალებით,
რომელთა გაცნობა მოხდება წინასწარ, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, თუ რა მოლოდინი არსებობს
ჯგუფური მუშაობის პროცესში.მოსწავლეებს გავაცნობ ზეპირი პრეზენტაციის რუბრიკას პრეზენტაციის
უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით და ამაზე დაყდნობით მივცემ მათ დროს, რათა უკუკავშირის
დროს მიწოდებული ინფორმაცია საბოლოო პრეზენტაციაში გაითვალისწინონ.თანატოლთა უკუკავშირი დაეხმარება მოსწავლემ
გაითავისოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების სამუშაოს შეფასებით. პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად
მოსწავლეები შეფასდებიან პროექტის შეფასების რუბრიკით.(ინფორმაციის მოძიებაში, დამუშავებაში,
პრეზენტაციის აწყობაში და პრეზენტირების უნარში, ასევე დასუფთავებაში მიღებული მონაწილეობის
და ჯგუფური მუშაობის მიხედვით.)
|
|||||||
სხვა საკითხები
|
|||||||
წინარე
ცოდნა
|
|||||||
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება-დამუშავების
უნარი მე- 2კლასი’;
ეკოლოგიური პრობლემების
ჩამოთვლა მე- 2 კლასი
წყლის, ჰაერის
და ნიადაგის დაბინძურების მიზეზების ჩამოთვლა მე-2
ტყის როლის განსაზღვრა
და ეკოლოგიური პრობლემები ტყის გაჩეხვისას.მე-2 კლასი.
|
|||||||
სასწავლო პროცედურები/აქტივობები
|
|||||||
პირველ
დღეს პროექტი დაიწყება შინაარსობრივი შეკითხვებით - ვინ მიგაჩნიათ გარემოს დამბინძურებლად?
როგორ გამოიყურება დაბინძურებული გარემო და როგორ გამოიყურება სუფთა გარემო? როგორ
ვუშველოთ გარემოს? რა მოვიმოქმედოთ ჩვენი
სოფლის გარემოს დასასუფთავებლად, რომ სულ მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ გარემოზე
ზრუნვაში? აღნიშნული კითხვები მოსწავლეებს დაურიგდებათ რაზეც პასუხის გასაცემად მათ მიეცემათ დრო 2 დღე, რა დროშიც მათ უნდა მოიძიონ
ინფორმაცია ინტრნეტში ან ნებავთ მშობლებთან, შესაძლებელია უფროს კლასელებთან.
მოძიებული და დამუშავებული
ინფორმაციის საფუძველზე უკვე მე-4 დღეს მოსწავლეებს ვთხოვ, გააზიარონ თავიანთი მოსაზრებები და შეავსონ ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ცხრილის პირველ კომპონენტში. მიღებულ
პასუხებს ხშირად გამოვიყენებ დისკუსიების წარსამართავად. მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას
გავაღვიძებ შეკითხვით, კიდევ რა გსურთ, რომ შეიტყოთ რა უარყობითი
შედეგებით მთავრდება წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაბინძურება? შევავსებინებ მეორე პუნქტს „მინდა ვიცოდე“. ვთხოვ, რომ მთელ ჯგუფს გაუზიარონ თავიანთი შეკითხვები, რომლებიც ცხრილის შუასვეტში უნდა ჩაიწეროს. მოსწავლეების ხელშესაწყობად ცხრილი მთელი
პროექტის მომზადების განმავლობაში საკლასო ოთახში იქნება გაკრული.ასევე
გავაცნობ თემატურ კითხვებს
·
რას დავკარგავთ თუ არ მოვუვლით
და არ გავუფრთხილდებით გარემოს?
·
რა იწვევს დაბინძურებას?
·
როგორი და როგორი ნაგავი
არსებობს წარმოშობის მიხედვით?
და
ავუხსნი, რომ ამ შეკითხვაზე ისინი მთელი პროექტის განმავლობაში იმუშავებენ. ამ ეტაპზე
დავიწყებ დაკვირვების ჟურნალის წარმოებას.
მე-5 დღეს მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის გეგმას, რომლის მომზადებაშიც
თავად მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ამის შესაბამის ფოტო მასალაც არსებობს.მოსწავლეებს
ავუხსნი, რომ მათ უნდა იმუშაონ პროექტზე,
რომელზეც მე-9 კლასელები დაიყოფიან ჯგუფებად
შესაძლებლობებისა და გამოცდილების მიხედვით.ასევე
მოუწევთ წყვილებში და ინდივიდუალური სამუშაოების შესრულების შესაძლებლობები.მოძიებული
ინფორმაციის საშუალებით მე-9 კლსელები შეადგენენ ანკეტა კითხვარს, რომლითაც უნდა მოხდეს მოსახლეობის გამოკითხვა, რათა გავიგოთ
რამდენად არიან ინფორმირებულები პოლიეთილენის, მძიმე მეტალისა და რადიოაქტიურობის
შესახებ? ანკეტირების მიზნით უკვე მე-9 კლასელები დაიწყებენ მოსახლეობაში გამოკითხვას
და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაახარისხებენ აღნიშნულ ინფორმაციას და გააკეთებენ ცხრილს, სადაც შეიტანენ მონაცემებს
და ააგებენ შესაბამის დიაგრამას. აღნიშნულ სამუშაოებს დასჭირდება დაახლოებით 5 დღე.
ამის შემდეგ უკვე დაგეგმავენ ერთ დღეს გარემოს დასასუფთავებლად და მოაწყობენ დასუფთავების აქციას მასწავლებელთან
ერთად სკოლის ახლომდებარე ტერიტორიაზე. რადგან სოციალური პროექტი იძლევა იმის საშუალებას,
რომ მოსწავლეები უნდა გასცდნენ სკოლის შენობას, უნდა შევძლოთ პროექტის განხორციელების რისკებისა და შესაძლო ხარვეზების
გათვალისწინება. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტი ეხება „გარემოს დასუფთვებას“
შესაძლოა იყოს იმის საშიშროებაც, რომ ჩვენს
მიერ დაგეგმილი დღე დასუფთავებისათვის გადაიდოს ცუდი ამინდის გამო, ასევე დასუფთავების
პროცესში შეგვხვდეს ისეთი ნივთები, რამაც გამოიწვიოს ხელის გაჭრა ან სხეულის სხვა
ნაწილის დაზიანება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ
თან გვექნება პირველადი სამედიცინო დახმარების ყველა საჭირო ნივთი, როგორიცაა: ბამბა,
ბინტი, სპირტი,იოდი, სანტავიკი და ა. შ. ასევე თან გვექნება აუცილებლად ხელთათმანები და პირბადეები, ნაგვის ჩასაყრელად
პოლიეთილენის ცელოფნები. დაასუფთავებენ ამ ტერიტორიის მცირედ ნაწილს და ნაგავს გადაყრიან
სანაგვე ურნაში. ტერიტორიას დასუფთავებამდე გადაუღებენ ფოტოებს და დასუფთავების შემდეგაც,
რათა მე-9 კლასელები დააკვირდნენ ორივე შემთხვევაში გადაღებულ ფოტოებს და მოახდინონ
შედარება, ამ სამუშაოს შეასრულებენ წყვილებში და გამოიტანენ
დასკვნებს როდის უფრო ლამაზი და სასიამოვნოა გარემო დასუფთავებამდე თუ დასუფთავების შემდგომ. გავიგებ მოსწავლეებისგან ამ საქმიანობით ხომ არ დაიღალნენ თუ უფრო სასიამოვნო
განცდა დაეუფლათ?
მესამე კვირას უკვე დიწყებენ
მოსწავლეები საინფორმაციო ბუკლეტების დამზადებას,
რომელიც უნდა გამოაკრან სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, რაშიც უკვე დახმარებას გაუწევენ მოსწავლეებს მშობლები, მათი ჩართულობა
ამ შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ბუკლეტის შექმნის მიზანია თანატოლთა და უფროსი თაობის ინფორმირება როგორ დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან. მოსწავლეები ბუკლეტის დამზადების პროცესში იმუშავებენ
ჯგუფებში, ხოლო შემდეგ შეაჯამებენ დიზაინს და შეჯერდებიან ერთ კონკრეტულ დიზაინზე. იზრუნებენ ინფორმაციის სიზუსტესა და საავტორო უფლებების
დაცვაზე. ბუკლეტების დარიგების პროცესს მოანდომებენ
მოსწავლეები 4 დღეს.
ბუკლეტში ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებზეც ნაკლებ ინფორმაციას
ფლობდნენ თანატოლები და უფროსები, გამოკითხვის პროცესში (ამ ბუკლეტს პროექტის
დასრულების შემდეგ საკლასო კონფერენციის დროს გაავრცელებენ პრეზენტაციაზე მოწვეულ
თანატოლებში).
ბუკლეტების დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები უკვე იწყებენ პოსტერის დამზადებას სახელწოდებით: „ძალა ერთობაშია“, რომელსაც სკოლის ტერიტორიაზე
თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავენ. პოსტერის დამზადებას მოანდომებენ სავარაუდოდ 4 დღეს,
აღნიშნულ აქტივობას მოსწავლეები შეასრულებენ შესაძლებლობებისდა მიხედვით.
პროექტის დასკვნითი ნაწილი(შეფასება)
პროექტის
დასასრულს, მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას
და დაპატიჟებენ თანატოლებს, მშობლებს, იმ მოსახლეობას, რომელ მოსახლეობაშიც მათ ჩაატარეს
ანკეტირება, ვისაც სურვილი ექნება მოვა აღნიშნულ პრეზენტაციაზე. მოსწავლეებს წინასწარ
გავაცნობ რჩევებს პრეზენტაციების ორგანიზებისთვის.
პრეზენტაციების დასრულების
შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ უკუკავშირის
გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე, მოსწავლეების
მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასების დრო. ყველაფერ ამას გავითვალისწინებ საბოლოო შეფასების
დროს.
მოწვეულ
სტუმრებს კი გადავცემთ საინფორმაციო ბუკლეტებს
ზედმეტი ოდენობით, რათა მათაც გაავრცელონ თანატოლებში.
მას შემდეგ, რაც ყველა
ჯგუფი დაასრულებს გამოსვლას, გაიმართება დისკუსია პროექტის მთავარ კითხვაზე
- როგორ შეიძლება დავეხმაროთ გარემოს
რომ არ დაბინძურდეს? და რას დავკარგავთ თუ არ გავუფრთხილდებით გარემოს? შეაჯამებენ პრობლების გადაჭრის გზებს - როგორ
ავიცილოთ თავიდან ის საშიშროება რასაც დაბინძურებული გარემო მოუტანს
კაცობრიობას. მოსწავლეებს შევავსებინებ საკლასო ოთახში გამოკრულ ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე -ს მე-3 გრაფას.
მოსწავლეებს მიეცემათ
დავალება ინდივიდუალურად დაწერონ შემაჯამებელი ესე, რა მისცა მათ ამ პროექტზე
მუშაობამ და რა პროექტზე მუშაობას ისურვებდნენ მომავალში. პროექტის ბოლოს
დავურიგებ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს, რათა შემდგომშიც
აუმაღლდეთ მოტივაცია მსგავს სოციალურ პროექტებში მონაწილეობისათვის.
|
|||||||
მოსალოდნელი შედეგები
|
|||||||
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ და აიმაღლებენ
თვითშეგნების უნარს ბუნების დაცვაში. გაიაზრებენ და დაასაბუთებენ რა უარყოფითი შედეგი
მოაქვს ადამიანის დაუდევრობას, უყურადღებობას და გულგრილობას, რაც შემდგომში მძიმე
შედეგებით შეიძლება დასრულდეს. გაუჩენს სურვილს
რომ მათი შესაძლებლობების ფარგლებში მათ წელიწადში ორჯერ მაინც მოაწყონ დასუფთავების
აქციები და მისცენ მაგალითი სხვებსაც.
|
|||||||
სოციალური
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||||||
აპარატურული
უზრუნველყოფა(მონიშნეთ,
რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||||||
![]() |
![]() |
![]() |
|||||
![]() |
![]() |
![]() |
|||||
![]() |
![]() |
![]() |
|||||
![]() |
![]() |
![]() |
|||||
სოციალური პროექტისათვის საჭირო
მასალები:
|
|||||||
მასალები
|
მარკერები,
ფერადი ფურცლები, ცელოფნის პარკები, ხელთათმანები, პირბადეები, პირველადი
დახმარების სამედიცინო ნივთები, მაგ: სპირტი, ბინტი, ბაბა, იოდი და ა.შ. მაკრატელი,
ფერადი ფანქრები, ფლირჩატები, ფორმატის ქაღალდი...
|
||||||
ინტერნეტ-რესურსები
|
|
||||||
პროექტის შეფასების რუბრიკა
|
||
#
|
აქტივობა
|
ინდიკატორი
|
1
|
გონებრივი იერიში
ვ-მ-ვ სქემის მიხედვით
|
ვ-მ-ვ სქემა
|
2
|
არაფორმალური დაკვირვება
|
დაკვირვების ჩეკლისტი
|
3
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური უშაობის დაკვირვების ფურცელი
|
4
|
კითხვარი ანკეტირება
|
შევსებული კითხვარები, ანკეტები
|
5
|
საველე სამუშაოები
გარემოს დასუფთავება
|
მოსწავლეთა აქტიურობა
|
6
|
ინფორმაციის მოძება, დამუშავება
|
მოძებული და დამუშავებული ინფორმაცია - ცხრილები დიაგრამები
|
7
|
პრეზენტაციის მოწყობა, ფოტოგამოფენა
|
პრეზენტაციები ფოტოებით.
|
რეფლექსია
სსიპ პირველი ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში
განხორციელდა სოციალური პროექტი „ძალა ერთობაშია“. პროექტი გაიწერა შეიერჩა
სათაური და ჩატარების ვადებად განისაზღვრა ოქტომბერი. სამიზნე ჯგუფად განისზღვრა მე-2 კლასის
მოსწავლეები. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გამეღრმავებინა ურთიერთობის
სიმყარე და მნიშვნელობა. ასევე გარემოს და მისი მოვლის მნიშვნელობა.პროექტი
განხორციელდა დათქმულ ვადებში. მონაწილეობა მიიღეს მშობლებმაც ადმინისტრაციის
მხარდაჭერით კვლავ ვაპირებთ მომავლში მსგავსი პროექტების განხორციელებას.
სოციალური პროექტი მეტად აქტუალურია რადგან
მიმაჩნია რომ მიმაჩნია რომ მოსწავლემ ტავიდანვე უნდა ისწავლოს რა არის გარემოს
მოვლა, რას ნიშნავს ერთად გაკეთებული საქე, „ ძალა ერთობაშია“ ამ დევიზით რომ
წყდება ყველაფერი კარგად. და მიზნად ისახვს მეგობრობის გაღრმავებას, ურთიერთობის
მოწესრიგებას..
No comments:
Post a Comment