სოციალური პროექტი "ვიცხოვროთ ჯანსარად"


პროექტის ხელმძღვანელი: ცირა გოგუაძე

პროექტის დასახელება
ვიცხოვროთ ჯანსაღად!!!

პრობლემა/პროექტის დასაბუთება

დღესდღეობით საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი როგორც კულტურა დამკვიდრებული არ არის.
ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ის არის,რომ მოსახლეობა არ ეცნობა ამ საკითხთან დაკავშირებულ საკმარის ლიტერატურას,შესაბამისად ვერ იაზრებს საკითხის მნიშვნელობას.ხოლო მეორე უმთავრესი ფაქტორია მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა,რის საფუძველზეც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს სპორტით დაკავებასა და ჯანსაღი საკვების მიღებას.
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სოფლებში,სადაც არ ფუნქციონირებს სპორტული კლუბები ან/და სავარჯიშო მოედნები.შესაბამისად,ახალგაზრდებს ბავშვობიდან არ უყალიბდებათ რეგულარული ვარჯიშის ჩვევა.
სიდუხჭირის გამო მშობლების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დაბალ ფასს და არა საკვები პროდუქტის ხარისხს.იმის მიუხედავად,რომ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს ბოსტნეული/ხილი, მშობლების უმრავლესობა არ უნერგავს ახალგაზრდებს დაბალანსებული კვების ჩვევას.გამომდინარე იქიდან,რომ სოფელში არსებული სკოლების უმრავლესობას არ აქვს კაფეტერია,ბავშვები სახლიდან ჯანსაღი საკვების წამოღებას ამჯობინებენ მიმდებარე ჯიხურში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტის შეძენას (ჩიფსები,ენერგეტიკული სასმელები და ..).
ამასთანავე,არსებობს სტერეოტიპი,რომ ჯანსაღი საკვებიუგემურია”, რაც კიდევ უფრო ამცირებს მოზარდებში ჯანსაღად კვების მოტივაციას.

შედეგად,მოსწავლეების უმრავლესობა იკვებება არაჯანსაღად,რაც იწვევს როგორც ჭარბ წონას ასევე სხვადასხვა დაავადებებს.

პროექტის აქტუალურობა
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.ისინი გაეცნობიან და პრაქტიკულად განახორციელებენ სხვადასხვა ვარჯიშებს,მოიძიებენ ინფორმაციას დაბალანსებული კვების შესახებ.
რის შედეგადაც,ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა გახდება მათი ყოველდღიურობის ნაწილი.რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მათ ენერგიულობასა და ძლიერ იმუნიტეტს.

მიზანი
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია/დამკვიდრება.

ამოცანები
1.ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
2.მოსწავლეებში ჯანსაღი კვების/რეგულარული ვარჯიშის ჩვევის ჩამოყალიბება.
3.ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
აქტივობა 1
მოსწავლეებისთვის პროექტის გაცნობა
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პროექტს.ასევე შეავსებინებს კითხვარს: “წვლილი შევიტანოთ იდეის განვითარებასა და პროექტის მონახაზის შექმნაში” (იხ.დანართი I). აღნიშნული კითხვარის შევსება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას,მათ აქტიურ ჩართვას პროექტში.დისკუსიის საფუძველზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დასახავენ პროექტის განვითარების გეგმას.

აქტივობა 2
მოსწავლეების გუნდებად დაყოფა
მასწავლებელი მოსწავლეებს შეავსებინებს კითხვარსჯგუფის მუშაობის მეტაანალიზი,” (იხ.დანართი 2),რის საფუძველზეც ჩამოაყალიბებს 4 გუნდს.

აქტივობა 3
მშობლების გამოკითხვა
მოსწავლეებს დაევალებათ მშობლებს შეავსებინონ კითხვარი: “ჩემი შვილის ჯანსაღი ცხოვრების წესი” (იხ.დან.3). აღნიშნული კითხვარის შევსების საფუძველზე მშობლები გაიაზრებენ მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.

აქტივობა 4
დისკუსია
გუნდებს დაევალებათ მოიძიონ მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ან/და შემეცნებითი გადაცემა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად უყურებს მათ მიერ მოძიებულ ანიმაციებს და ასევე დამატებით აჩვენებს შემდეგ ვიდეოებს:
https://www.youtube.com/watch?v=WPmnMqOD8Ek
https://www.youtube.com/watch?v=XjU5t4ROjUM
https://www.youtube.com/watch?v=prVtcq1Rwpc
ბავშვები ვიდეოს თანხლებით იმეორებენ მოძრაობებს:
https://www.youtube.com/watch?v=R0mMyV5OtcM
თითოეული ვიდეოს ყურების შემდეგ ბავშვები გამართავენ დისკუსიას,დააფიქსირებენ საკუთარ აზრს ვიდეოში განხილული თემატიკის შესახებ.
პერიოდი:  

აქტივობა 5
ვარჯიშის დაფა
მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს 2 კვირის განმავლობაში დღეში ნახევარი საათი ივარჯიშონ რეგულარულად.მათი პროგრესი კი დაფიქსირდება საკლასო ოთახში გამოკრულ ჩარტზე.
პერიოდი:  

აქტივობა 7
პოსტერების დამზადება
მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ პოსტერების დამზადებაზე,რომელთა ლუზუნგიც იქნება - იცხოვრე ჯანსაღად!
ასევე მოამზადებენ პრეზენტაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

აქტივობა 8
პრეზენტაციები და პოსტერების გაკვრა
მოსწავლეები პროექტის შეჯამების სახით წარადგენენ პრეზენტაციებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.ასევე სკოლაში გამოაკრავენ დამზადებულ პოსტერებს.
პერიოდი:  

აქტივობა 9
მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.(იხ.დანართი 5)
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ (დანართი4)
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი(დანართი 6)

პერიოდი: 

აქტივობა 10
ინფორმაციის განთავსება
პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა განთავსდება მასწავლებლის ბლოგზე.
პერიოდი: მაისი

შედეგები
1.მოზარდებს აუმაღლდებათ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
2.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ რეგულარული ვარჯიშის/ჯანსაღი კვების ჩვევა.
3.განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევები.

რისკები
შესაძლებელია პიკნიკის დღეს იყოს ცუდი ამინდი.ასეთ შემთხვევაში პიკნიკი გადაიდება.

პროექტის შესრულების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები
მასწავლებლის მიერ წარდგენილი შუალედური ანგარიში.ჩატარებული ღონისძიებები,ფოტო-ვიდეო მასალა,შევსებული კითხვარები.




დანართი 1
„წვლილი შევიტანოთ იდეის განვითარებასა და პროექტის მონახაზის შექმნაში“
რას ვფიქრობ პროექტის შესახებ „უფროსი თაობის ბავშვობის დროინდელი თამაშები’’.
--------------------------------------------------------------------------------------------------
მიმაჩნია თუ არა,რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია?უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რა ხელისშემშლელი ფაქტორებია?

--------------------------------------------------------------------------------------------------
პროექტის ინიციატივას მე შემდეგი იდეებით გავამდიდრებდი...
--------------------------------------------------------------------------------------------------
რატომ და როგორ წაადგება ჩემი იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?

დანართი2
ჯგუფის მუშაობის მეტაანალიზი
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ყოველი დებულება შეაფასეთ 4, 3, 2, 1 ქულით. 4 ქულა
ნიშნავს "სავსებით ვეთანხმები", 3 ქულა - "ვეთანხმები", 2 ქულა - "ნაწილობრივ
ვეთანხმები", 1 ქულა - "თითქმის არ ვეთანხმები".
როდესაც ყველა დებულებას შეაფასებთ, ქულები შეაჯამეთ.

ქულა
1-4

ქულა
1-4

ქულა
1-4

ქულა
1-4
მე ინიციატივას
სიამოვნებით
ავიტაცებ


მე სიამოვნებით
ვავითარებ ახალ
იდეებს

მე სხვებთან
ერთად
სიამოვნებით
ვმუშაობ



ჩემთვის
მნიშვნელოვანია
საკითხების
სიღმისეული
შესწავლა

ჩემთვის
მნიშვნელოვანია,
სწრაფად მივაღწიო
მიზანს



ჩემთვის
მნიშვნელოვანია
ახალი გზების
ძიება და ამ გზებზე
სიარული

ჩემთვის
მნიშვნელოვანია,
სუფევდეს კარგი
ატმოსფერო


ჩემთვის
მნიშვნელოვანია
საფუძვლიანი
მუშაობა

პასუხისმგებლობის
აღება არ მიჭირს

არ მიჭირს
წინადადებების
განვითარება

არ მიჭირს
დათმობაზე
წასვლ

არ მიჭირს
ფაქტების
ობიექტურად
შეფასება

გაჭიანურებული
საქმე არ მიყვარს

რუტინა არ მიყვარს

დისკუსია არ
მიყვარს

სისწრაფე არ
მიყვარს

ვზრუნავ ჯგუფის
წინსვლაზე

ყურადღებას ვაქცევ
ჯგუფში
მრავალფეროვნება


ჩემთვის
მნიშვნელოვანია
განწყობა
ჯგუფში

პასუხისმგებლობას
არ გავურბივარ


ქმედებაზე
ორიენტაცია
ჯამი
განვითარებაზე
ორიენტაცია
ჯამი
ჯგუფზე
ორიენტაცია
ჯამი
ანალიტიკოსი
ჯამი


დანართი3
ჩემი შვილის ჯანსაღი ცხოვრების წესი
1.ყოველდღიურად ვარჯიშობს თუ არა თქვენი შვილი?
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში:
რატომ?

2.მიჰყვება თუ არა თქვენი შვილი სპორტის რომელიმე სახეობას?

3.რა ფიზიკური აქტივობებით არის დაკავებული თქვენი შვილი?

4.თქვენი შვილი დღეში რამდენ საათს უთმობს კომპიუტერით თამაშს/ტელევიზორის ყურებას?

5.ყოველდღიურად მიირთმევს თუ არა თქვენი შვილი საუზმეს?

6.რა სიხშირით მიირთმევს თქვენი შვილი ხილს?

7.რა სიხშირით მიირთმევს თქვენი შვილი ბოსტნეულს?

8.მიირთმევს თუ არა თქვენი შვილიგერკულესს”?

9.ყოველდღიურად მიირთმევს თუ არა თქვენი შვილი ტკბილეულს?

10.თქვენ როგორც მშობელი რას აკეთებთ იმისთვის,რომ თქვენმა შვილმა იცხოვროს ჯანსაღად?

დანართი 4
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ

ქულა
საიმედოობა
მიღწეული
ქულა
5
მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას,
ჯგუფის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ ყველა
დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს, მისი
სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია.

4
მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,
თითქმის ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად
ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად
მოწესრიგებულია.

3
მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,
დავალებას ხშირად დროულად და კეთილსინდისიერად
ასრულებს, მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია.

2
მოსწავლე ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს, დროულად და
კეთილსინდისიერად არ ასრულებს დავალებას, მისი სამუშაო
რესურსები ხშირად მოუწესრიგებულია.

1
მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს ჯგუფის შეხვედრებს,
დავალებებს თითქმის არ ასრულებს, თუ ასრულებს,
დაგვიანებით და არაკეთილსინდისიერად, მისი სამუშაო
რესურსები მუდამ მოუწესრიგებელია.

0
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეზე დაყრდნობა არ შეიძლება



ქულა
კომუნიკაციის უნარი

5
მოსწავლე ძალიან კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის,
თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას.
იგი ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს
და შეუძლია ძალიან კარგი იმპულსების გაცემა ერთობლივი
სამუშაოს წარმართვისთვის.

4
მოსწავლე კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი
ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი
თითქმის ყოველთვის მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის
წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი
სამუშაოს წარმართვისთვის.

3
მოსწავლე უმეტესად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი
ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი
ხშირად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და
ხანდახან შეუძლია, კარგი იმპულსები გასცეს ერთობლივი
მუშაობისას.

2
მოსწავლე იშვიათად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, თავისი
ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი
იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და
თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს ერთობლივი
მუშაობის პროცესში

1
მოსწავლეს თითქმის არ შესწევს უნარი, ფაქტები, კონტექსტი,
თავისი ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გადმოსცეს. იგი
იშვიათად მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და
ვერ ახერხებს პოზიტიური იმპულსების გაცემას.

0
მოსწავლეს არ შესწევს უნარი, ფაქტები, კონტექსტი, საკუთარი
ემოციური მდგომარეობა ადეკვატურად გადმოსცეს. იგი
არასოდეს მისდევს საუბრის/დიალოგის/დისკუსიის წესებს და არ
გასცემს პოზიტიურ იმპულსებს პროექტზე მუშაობის პროცესში.



ქულა
კონფლიქტების მოგვარების უნარი
მიღწეული ქულა
5
მოსწავლე სისტემატურად ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და
შეუძლია, პირადი ინტერესები, თუ საჭიროება მოითხოვს, უკანა
პლანზე გადასწიოს. მას შეუძლია პრობლემების
იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და კონსტრუქციული
კრიტიკის მიწოდება. მას ყოველთვის შესწევს შეცდომების
აღიარებისა და დასკვნების გამოტანის უნარი

4
მოსწავლე ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და უმეტესწილად
შეუძლია, პირადი ინტერესები, თუ საჭიროება მოითხოვს, უკანა
პლანზე გადასწიოს. ის ხშირად ახერხებს პრობლემების
12
იდენტიფიცირებას, დროულ რეაგირებას და კონსტრუქციული
კრიტიკის მიწოდებას. მას შესწევს უნარი, აღიაროს შეცდომები
და დასკვნები გამოიტანოს.

3
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და, საჭიროებისამებრ,
პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. მას შეუძლია
ზოგიერთი პრობლემის იდენტიფიცირება, დროული რეაგირება
და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას უჭირს
შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.

2
მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და, საჭიროებისამებრ,
პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა. მას არ შეუძლია
პრობლემების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და
კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას უჭირს შეცდომების
აღიარება და დასკვნების გამოტანა

1
მოსწავლეს თითქმის არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და
საჭიროებისამებრ პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა.
მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული
რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას ძალიან
უჭირს შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.

0
მოსწავლეს არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა და,
საჭიროებისამებრ, პირადი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა.
მას არ შეუძლია პრობლემების იდენტიფიცირება, დროული
რეაგირება და კონსტრუქციული კრიტიკის მიწოდება. მას არ
შეუძლია შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.



ქულები
მოქნილობა
მიღწეული
ქულა
5
მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის,
წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და დამოუკიდებლად
მათი ადეკვატური გამოყენება

4
მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის,
წინადადებებისა და რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური
გამოყენება.

3
მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია
მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებებისა და რჩევების
ადაპტირება და მათი შეზღუდული გამოყენება.

2
მოსწავლეს უჭირს მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების,
რჩევების ადაპტირება და გამოყენება.

1
მოსწავლეს ძალიან უჭირს მოპოვებული ინფორმაციის,
წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.

0
მოსწავლეს არ შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის,
წინადადებების, რჩევების ადაპტირება და გამოყენება.



ქულები
თანამშრომლობის უნარი
მიღწეული
ქულა
5
მოსწავლე მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის
მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი
იდეა. მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებათა მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება

4
მოსწავლე მზად არის, შეიტანოს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და
მოამარაგოს ჯგუფი გამოსადეგი იდეებით. მას უმეტესად
შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადებათა მოსმენა,
გათვალისწინება და განვითარება

3
მოსწავლე ნაწილობრივ მზადაა, შეიტანოს წვლილი ჯგუფის
მუშაობაში და მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით. იგი
ხშირად უსმენს ჯგუფის სხვა წევრთა წინადადებებს,
ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.

2
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და
ძნელად ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი იშვიათად უსმენს
ჯგუფის სხვა წევრების წინადადებებს, ნაკლებად
ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.

1
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში და
არ ამარაგებს ჯგუფს იდეებით. იგი არ უსმენს, არ
ითვალისწინებს და არ ცდილობს ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებების განვითარებას.

0
მოსწავლეს არ აქვს არავითარი მზაობა ჯგუფური მუშაობისთვის.










დანართი 5
. ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
პროექტი:
პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა:
ჯგუფი:
პროექტზე მუშაობისას თქვენ ერთ ჯგუფში იყავით, ამიტომ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა
წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში ჯგუფის თითოეულმა წევრმა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა შეავსოთ:
1. თავდაპირველად მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებთ ჯგუფური პროექტის
განხორციელებაში საკუთარ წვლილს. მაქსიმალური ქულაა 5. ბოლოს ამ სვეტს მოკეცავთ
ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.
2. ასე მოკეცილ ცხრილს აწვდით გვერდით მჯდომ ჯგუფის წევრს, რომელიც აფასებს
თქვენს წვლილს ჯგუფის მუშაობაში. მას ქულები შეაქვს მარჯვენა ბოლო სვეტში, ისიც
გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის ჯგუფის მომდევნო წევრს.
3. ასე მოივლის ცხრილი ჯგუფის ყოველ წევრს.
4. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი შეგაფასებთ, გააანალიზეთ, რამდენად ემთხვევა
თქვენი თვითშეფასება მეგობრების შეფასებას.
         


ჯგუფის
მეგობარი
ჯგუფის
მეგობარი
ჯგუფის
მეგობარი
ჯგუფის
მეგობარი
ჯგუფის
მეგობარი
თვითშეფასება

5
4
3
2
1

რა შრომა გასწია მან
ჯგუფის
მუშაობაში?
(მაქს. 5 ქულა)






რამდენად
პოზიტიურად და
ჯგუფისთვის
სასარგებლოდ
შეეძლო მას
ჯგუფის სხვა
წევრების იდეებისა
და წინადადებების
მოსმენა, მიღება და
გათვალისწინება?
(მაქს. 5 ქულა)






რამდენად
პოზიტიურად და
ჯგუფისთვის
სასარგებლოდ
შეეძლო მას
ჯგუფის სხვა
წევრების იდეებისა
და წინადადებების
მოსმენა, მიღება და
გათვალისწინება?
(მაქს. 5 ქულა)






რა წვლილი
შეიტანა მან
ჯგუფის საერთო
პროდუქტის
შექმნაში?
(მაქს. 5 ქულა)







დანართი 6

მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:

ჯგუფი:
იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო,
როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
) ბევრი რამ მასწავლ
) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
) ბევრად უკეთესი გახდ
) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით
განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
) სავსებით ნათელი იყო.
) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
) სავსებით ვეთანხმები;
) არ ვეთანხმები.

5. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?


დიდი მადლობა დახმარებისთვის.




No comments:

Post a Comment